რეზონანსი
07.06.2023

უკვე რამდენიმე თვეა ეს კრიზისი მწვავდება და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კრიზისი განმუხტულიყო, მაგრამ ვითარება პირიქით დამძიმდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავძლიოთ ვეტო და მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებამ უპასუხა ყველა საჭირბოროტო კითხვას, რომელიც დაისვა ამ თემაზე საზოგადოებაში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიღწეულიყო შეთანხმება პრეზიდენტთან და კონსტიტუციის ჩარჩოებში წარგვედგინა შესაბამისი ინიციატივები, რათა აქ არავითარი კრიზისი არ დაწყებულიყო და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთობა არ გამწვავებულიყო. ეს ნათლად ჩანს ამ განცხადებაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს სხვა წარმოდგენა ჰქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამჟამად ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ 7 ადამიანი მუშაობს. ერთს ვადა გასდის ამ წლის დეკემბერში და საბჭოში გვეყოლება 6 ადამიანი. ნელ-ნელა საბჭო დაკარგავს თავის უმთავრეს ფუნქციას - წარმართოს ეროვნული ბანკის საქმიანობა. ეს ძალიან ღრმა კრიზისში შეიყვანს ეროვნულ ბანკს, რომელიც ქვეყანაში განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. ეს კრიზისი ძალიან ცუდ ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკოსის და მით უმეტეს პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს, რომ ხელოვნური კრიზისი არ შეიქმნას და ასეთ დაწესებულებებს გაუმარტივდეთ ფუნქციონირება. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა ეს კრიზისი მწვავდება და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო, მაგრამ ვითარება პირიქით დამძიმდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავძლიოთ ვეტო და მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების" განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×