რეზონანსი
07.06.2023

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ნათლად არის ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციაში. როცა ქალბატონი ზურაბიშვილი დათანხმდა „ქართული ოცნების" შეთავაზებას იმისთვის, რომ მას კენჭი ეყარა პრეზიდენტობის კანდიდატად, იგი იაზრებდა თავის ფუნქციებს, იაზრებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე იყო ეს შეთავაზება წარდგენილი მის მიმართ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„ამის შემდეგ უკვე იწყება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ათვლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტს უჩნდება თავისი დამოუკიდებელი შეფასებები და შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად მისაღებია, ეს ასეც უნდა იყოს. იგი კონსტიტუციურობისა და სამოქალაქო მშვიდობის გარანტიაა ამ ქვეყანაში, მაგრამ ერთი დათქმით, მისი ფუნქციები და მოვალეობა არის მკაცრად განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით. ასევე მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების, მისი მეთაურის - პრემიერ-მინისტრის ფუნქციები, ასევე მკაცრად არის განსაზღვრული ეროვნული ბანკისა და სხვა კონსტიტუციური დაწესებულების ფუნქციები. აქ მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი სცდება ხოლმე თავის ფუნქციებს, ხშირად იჭრება ხოლმე უხეშად კონსტიტუციური დაწესებულებების ფუნქციებში, მათ მოვალეობებში", - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების" განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×