რეზონანსი
07.06.2023

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟთან მისი [სალომე ზურაბიშვილი] მხრიდან და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ ცესკო-ს მაგალითზე

მისი თქმით, პრეზიდენტი უკვე მერამდენედ აყენებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მისი აპარატის წევრებს.

„ეს არის პერსონალური სიჯიუტე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქმიან მიდგომებთან და დამოკიდებულებებთან. უკვე მერამდენედ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი აპარატის წევრებს. საქმე გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟთან მისი მხრიდან და ეს ჩვენ უკვე ვნახეთ ცესკო-ს მაგალითზე", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების" განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×