რეზონანსი
18.09.2023

ეს ყველაფერი არის საუბედუროდ ძალიან დამაჯერებელი, რაც ითქვა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა. „მე პირადად დიდ ყურადღებას მივაქცევდი, ამას წინათ იყო ერთი ასეთი ინციდენტი, თითქოს უმნიშვნელოდ ჩაიარა და მე კიდე მგონია, რომ ძალიან მრავლისმეტყველი შეიძლება იყოს. ვიდეო გავრცელდა ინტერნეტსივრცეში, სადაც ერთ-ერთი სახელმწიფოს მოქალაქე, საქართველოში მყოფი ტურისტი როგორ ლანძღავდა ქართველებს. მერე მოგვიანებით ითქვა ამასთან დაკავშირებით, რომ არ ყოფილა ამ ნაციონალობის ადამიანი და ყოფილა სხვა სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც აღმოჩნდა, არც იმყოფებოდა საქართველოში. ვინ შეიძლება იყოს მსურველი ასეთი ინსინუაციების, სპეკულაციების და ასეთი ძალიან ბინძური ტყუილების შექმნის?! ის, ვისაც უნდა, რომ საზოგადოებაში გააღვივოს სიძულვილი, მტრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და მსურველი, რომ ამაზე ხელი მოითბოს, დაწყებული ზოგიერთი მეზობლიდან, დამთავრებული აქაური პოლიტიკური ძალებით, ბევრი აღმოჩნდება. ამიტომ ეს ყველაფერი არის საუბედუროდ ძალიან დამაჯერებელი, რაც ითქვა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×