რეზონანსი
18.09.2023

ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ ამბობდა, რომ წლის ბოლოს ვერ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და ეს უნდა გამოვიყენოთ რევოლუციისთვისო. ზოგადად, ეს სიტყვა მათ მუდმივად პირზე აკერიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შემაშფოთებელია ფორმები, რომლითაც რადიკალები არეულობას გეგმავენ. „აქ კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელი ფორმებია, რომლებზეც იყო საუბარი სუსის განცხადებაში. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, იარაღის გამოყენებაზე, ადამიანების მკვლელობაზე, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ასეთი პროვოკაციები უნდა აღიკვეთოს, თორემ რევოლუციური გეგმები რომ აქვთ ამ ადამიანებს, ყველასთვის ცნობილია. მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი. იციან, რომ განწირული არიან შემდეგ არჩევნებშიც. რვა არჩევნები წააგეს, მეცხრესაც აუცილებლად წააგებენ, მაგრამ რეალურად მათი მიზნები სწორედ ესაა, პროვოკაციები, არეულობა, რადგან სხვა მიმართულებით მათ შანსი უბრალოდ არ აქვთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×