რეზონანსი
18.09.2023

რეალურად ის სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები", რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია. რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. მას აქვს დავალება, რომ რაღაცნაირად ოდნავ მაინც გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და ამას ემსახურება როგორც პოლიტიკოსებთან შეხვედრები, ასევე შესაბამის „ენჯეოებთან" შეხვედრებიც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ ესეც რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა. „რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კვლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან. როცა რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს, ეს კიდევ, რა ვიცი, მათი საქმეა, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მატარებელი ხარ და ღიად ეუბნები საზოგადოებას, რომ მე კვლავაც გავალ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს ყველაფერი, თუმცა რას ვიზამთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაც მისი ნებაა, მაგრამ ეს არ არის მისი უფლება. კონსტიტუცია მას პირდაპირ უკრძალავს იმის გაკეთებას, რაც კიდევ ერთხელ დააანონსა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×