რეზონანსი
19.09.2023

იმპიჩმენტის პროცესი პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან. თუ გვინდა ევროპული სახელმწიფო და გვინდა ევროპული ღირებულებები, კანონის უზენაესობა, თუ გვინდა დემოკრატიული პრინციპების დაცვა ჩვენი ქვეყნისათვის იყოს ორგანული და გვინდა ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, კონსტიტუციის დარღვევაზე, კანონის უზენაესობის დარღვევაზე თვალს ვერ და არ დავხუჭავთ, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის " წევრმა ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თავად უნდა მოუწოდებდეს ყველას კონსტიტუციის დაცვისკენ, ამის ნაცვლად კი თვითონ არღვევს კონსტიტუციას და ამ საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ძალიან საამაყო იყოს.

„თუ პრეზიდენტს ნამდვილად გული შესტკივა ჩვენის ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, ნამდვილად უნდა, რომ სტატუსი მივიღოთ, უკეთესი განცხადებების გაკეთება შეეძლო საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე, რომელსაც საქართველო პირნათლად ასრულებს", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტისგან განუწყვეტლივ ისმის განცხადებები, რომ საქართველო ან არ ასრულებს სათანადოდ ვალდებულებებს და რეკომენდაციებს, ან ფორმალურად ასრულებს.

„ამ ყველაფრის შემდეგ, მას ჰქონდა იმედი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მას ანდობდა საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხის ლობირებას ევროკავშირში? როგორ შეიძლება ამ განცხადებების შემდეგ ვინმემ დაიჯეროს, რომ იგი სწორედაც სტატუსის მინიჭების საკითხს ლობირებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×