
სტატუსს მოგვცემენ, თუმცა გარკვეული დათქმებით, საკუთარივე მცდარი წინა გადაწყვეტილება, რომ გაამართლონ, - ამის შესახებ სოციალუ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მაშინაც პოლიტიკური საკითხი იყო, როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მიცეს და დღესაც. შეიძლება 12 ვე პუნქტი შესრულებული გქონდეს და მაინც არ მოგცენ და შეიძლება ნახევარიც არ გქონდეს შესრულებული და ისე მოგანიჭონ. აგერ გვაქვს ნატო-ს მაგალითი. დღეს საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებს ნატო-ს წევრობას და არა მხოლოდ ნატო-ს მისიებში გაღებული კონტრიბუციების გამო, მაგრამ წევრად მაინც არ გვიღებენ, და თუ რატომ - სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების ვერ მიღების გამო.
სტატუს კი მაინც მოგვცემენ, საკუთარი თავი წამგებიან და კომიკურ სიტუაციაში რომ არ ჩაიყენონ. ფორმულირება-ქართველი ხალხი, რომ კარგია და ხელისუფლება ცუდი, ისედაც გაცვდა. ამასთან, მოგცემენ თუ არა სტატუს ეს არ არის მხოლოდ საქართველო-ევროკავშირის თემა, ამ გადაწყვეტილებას სხვა არაერთი ქვეყანაც აკვირდება, მათ შორის ევროკავშირში წევრობის მსურველი. როგორც იტყვიან ბურთი ახლა არა იმდენად თბილისში, არამედ ბრიუსელის მოედანზეა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებასაც ბრიუსელი იღებს და არა თბილისი!
ვფიქრობ, ბორელის ვიზიტიც ამას ემსახურებოდა. თავად ვიზიტია მნიშვნელოვანი და ნაკლებად თუნდაც ის მესიჯ ბოქსები, რაც აქ გაჟღერდა. შემთხვევით არც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანზე კეთდება აქცენტები, მათ შორის ბორელის მხრიდან.
ბორელს თავისუფლად შეეძლო სულაც არ ჩამოსულიყო თბილისში, რა ბრიუსელიდან ვერ გააკეთებდა განცხადებებს თუ რჩევა-რეკომენდაციებს დაგვამადლიდა?
ყველაზე კარგად ევროპის დედაქალაქებში იციან, რომ სტატუსის არ მოცემა, აქ ვერც რევოლუციას მოახდენს და ვერც დესტაბილიზაციის მძლავრ მუხტს შექმნის ხელისუფლების შესაცვლელად! დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობები კი ისევ დასავლეთის წინააღმდეგ იმუშავებს, და ეს ბოლო წლებშიც ვნახეთ, რაც მათივე კვლევებით ოპოზიციის განულებულ რეიტინგებშია ასახული. ამ სახის ცვლილებების მთავარი ფიგურანტი არის ქართველი ხალხი, და ნაკლებად ოპოზიცია. ქართული რადიკალური ოპოზიციის არა იმდენად სისუსტის, არამედ დესატაბილიზაციის და სახელმწიფოს რყევის თანმდევი ნეგატიური ეფექტების გამო, რაც სამწუხაროდ, ამ 30 წლის მანძილზე ბევრჯერ ვიხილეთ!
ამიტომ ვფიქრობ, რომ სტატუს მოგვცემენ, თუმცა გარკვეული დათქმებით, საკუთარივე მცდარი წინა გადაწყვეტილება, რომ გაამართლონ, დაახლოებით სტუდენტს საშემოდგომოს რომ გამოაყოლებენ, ბორელსაც შემთხვევით კი არ უხსენებია მასწავლებლის და მოსწავლის ამბავი. ბუნებრივია, ერთ-ერთი ასეთი დათქმა გარდა საკანონმდებლო ხასიათის ცვლილებებისა, 2024 წლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გადის.
სხვა შემთხვევაში დასავლეთი თავად გახდება რა ევროსკეპტიციზმის მაპროვოცირებელი, საქართველოსთან ერთად რეგიონზე გავლენასაც დიდი ხნით დაკარგავს, თუ სამუდამოდ არა, და არა მხოლოდ რუსეთის ფაქტორის გაძლიერების გამო, და ეს გეო პოლიტიკური მოცემულობაც კარგად უნდა ესმოდეთ დასავლეთის დედაქალაქებში, მით უმეტეს იმ გარემოებაში, როცა თვით ნატოს- გენერალური მდივანი რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტს, გნებავთ ომს გრძელვადიან პერსპექტივად აფასებს.
აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ჩემი პროგნოზები დიდწილად ოპტიმისტურია, თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს დასავლეთში ცალკეული ინტერესთა ჯგუფების მცდელობებს, ადგილობრივ რადიკალურ ოპოფლანგთან უნისონში, ხელისუფლების შეცვლაზე, მათ შორის ძალადობრივი გზით! სუს-ის დღევანდელი განცხადებაც სიტუაციის გარედან მოსალოდნელი არევის მცდელობაზე, ამ კონტექსტშია წასაკითხი და არა მხოლოდ პრევენციის თვალსაზრისით!", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.