რეზონანსი
22.09.2023

ის, რაც ჩვენ ვნახეთ რაჭაში, შოვში, დიდი ადამიანური ტრაგედიაა, ქვეყნისა და ბუნებისთვისაც - დიდი კატასტროფა. ერთი რამ შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიები ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო შოვში, ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლაში უპრეცედენტო სამუშაოს შესრულებისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, სამხედროს, ექიმს, პოლიციელს, მძიმე ტექნიკის ყველა ოპერატორს. ვხედავდით ჩვენ, რომ უპრეცედენტო სამუშაოა გაწეული იქ იმისთვის, რომ დროულად აღდგენილიყო მისასვლელი გზები, რათა მაშველებს სრულფასოვნად ემუშავათ.

იმედი გვაქვს, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა, კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთი კატასტროფებისთვის, მზად იმისთვის, რომ ის, რაც შეგვიძლია განვჭვრიტოთ წინასწარ - განვჭვრიტოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს, ოპოზიციას, უმრავლესობას, შინაგან საქმეთა მინისტრს საგნობრივი დისკუსიისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×