რეზონანსი
22.09.2023

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ეძგვერაძის ბრალდებებს უარყოფს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ირაკლი ეძგვერაძემ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

„დარწმუნებული ვარ, ირაკლი ეძგვერაძე პოლიცაისთან ითანამშრომლებს. ეს არის ცალსახად ძალიან ცუდი ფაქტი. გლდანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ჩემს ცხოვრებაში ვერავინ მეტყვის, რომ ვინმესთან კონფლიქტი მაინც მქონია.

რაც შეხება ირაკლი ეძგვერაძის ცხოვრებას, გადახედეთ მის წარსულს, როგორი წარსული აქვს, ციხეში რის გამო მოხვდა, რის გამო შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა, რა აქვს ნაკეთები თავის ცხოვრებაში, ვისთან აქვს ნათესავური კავშირი თუ ა.შ. ირაკლი ეძგვერაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი „ზონდერი" ყოველთვის, ის აკეთებდა ყველაზე მძიმე საქმეებს.

რაც შეეხება ჩემს პიროვნებას, ჩემი პიროვნება გლდანის რაიონში ყველამ ძალიან კარგად იცის. მე არასდროს კონფლიქტი, არეულობა, დაპირისპირება არ გამომიწვევია.

რაც შეხება ფაქტს, რაც დღეს საკრებულოში მოხდა, მაქვს ტრიბუნა, მე ვარ პოლიტიკაში და ტრიბუნის მეშვეობით, მაქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ ადამიანს შესაბამისი პასუხი გავცე. ეს ყველაფერი არის დაგეგმილი მათ მიერ. არ ვიცი ვის მიერ, მაგრამ ჩემგან რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის. ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა აქ მქონია. მას ვისთან ჰქონია კონფლიქტი და დაპირისპირება აქამდე, ეს მან გაარკვიოს, მაგრამ მე პიროვნული მასთან, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პაექრობა გვქონდა, მეტი არაფერი მქონია. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რაღაცას რომ მაბრალებენ, მე კი არ უნდა ვიმართლო თავი არამედ მათ უნდა დადონ ამის მტკიცებულება. როცა რაღაცას მაბრალებს ადამიანი, ნება უნდა იბოძოს და ამის მტკიცებულება დადოს. გადახედეთ მის წარსულ ცხოვრებას. ის არის ნასამართლევი, შეწყალებით გამოშვებული ადამიანი. ჩემს წარსულზე ვინმეს თუ რამე კითხვა აქვს, მზად ვარ, ნებისმიერ წუთს ამაზე პასუხი გავცე", - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების" წევრი კოტე ზარნაძეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×