რეზონანსი
23.09.2023

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს.

DW-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ შოლცმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

კანცლერის თქმით, ყურადღების ცენტრში ადგილზე შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარება უნდა იყოს, რაც ახლა აზერბაიჯანის პასუხისმგებლობაა.

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება კატეგორიულად არის მიუღებელი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებათა გზით მოგვარდეს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობა დამკვიდრდეს.

„კონფლიქტის მდგრადი მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იქნეს გარანტირებული, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტის პატივისცემა", - განაცხადა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×