რეზონანსი
23.09.2023

გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნები ზუსტად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაერო-ს მთავარი პრიორიტეტია, ზუსტად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგს.

„ყველასთვის გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ჩართულობა საერთაშორისო აქტივობებში, საერთაშორისო ძალისხმევაში არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. მით უმეტეს, რომ მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც გაერო-ს მთავარი პრიორიტეტია, ზუსტად ემთხვევა დღის წესრიგს, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მსგავს ფორმატებში პრემიერ-მინისტრის უმაღლეს დონეზე მონაწილეობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×