პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლა და განცხადებები იყო საკუთარი ქვეყნის სიამაყით და სიყვარულით მოტივირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, პრემიერის აქცენტები, რაც გულისხმობდა რეფორმებს, ჩვენი ქვეყნის უპირატესობას, ძლიერ მხარეებს, არ მოეწონებოდათ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ დღედაღამ საკუთარი სამშობლოს დისკრედიტაციით არიან დაკავებული.
„სწორედ ეს აქცენტები გვჭირდება, რომ ევროპის ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. მინდა, ხაზი გავუსვა მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართვას აფხაზეთის და ცხინვალის მცხოვრებლების მიმართ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი", - აღნიშნა წილოსანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.