
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა. „მთავარი იყო, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ევროკავშირმაც აღიარა. მეორე ის იყო, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის და საკუთარი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პარტნიორების და მეგობრების დახმარებას. ეს იყო მთავარი გზავნილები. მან ასევე აჩვენა მიმართულებები, სადაც საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი. ეს არის დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუციური რეფორმები და რაც მთავარია, მან კიდევ ერთხელ, მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში. ეს გზავნილები იყო მოსმენილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ამ გზავნილებს გაითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს", - განაცხადა თალაკვაძემ.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|