პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ეხმიანება ანსამბლ „სუხიშვილების" ვიდეოს, რომელიც კულისებში, რეპეტიციის დროს არის გადაღებული. ნინო სუხიშვილი კულისებში: „ან ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან" ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მას საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა. თაკო ჩარკვიანის თქმით, ანსამბლი „სუხიშვილები" მრავალი წელია, რაც ქვეყნის სახეა და ხელმძღვანელიც უმაღლეს ხარისხს ითხოვს:
„უკაცრავად და ნინო სუხიშვილის ვიდეოზე (სადაც კონცერტის შემდეგ შენიშვნებს აძლევს ანსამბლის ზოგიერთ წევრს) რა „ისტერიკებია" ატეხილი? ანსამბლ სუხიშვილებში თუ ცეკვავ, მაღალპროფესიონალური მოთხოვნაა ხელმძღვანელისგან ცხადია, არის სხვა „მოყვარულთა წრეები", იქ სხვა მოთხოვნაა ცხადია.ეს ანსამბლი „სუხიშვილები" სახეა (მრავალი წელია) ქვეყნის. „საშუალო არ მინდაო" - არამედ უმაღლეს ხარისხს ითხოვს ხელმძღვანელი და რა ხდება და რა არის გასაოცარი ამაში? დიახ, უმაღლეს საბალეტო სკოლაში თუ აკადემიაში, ცხადია, წონის, ტექნიკის ხარისხის (ნუ ნიჭის, ცხადია) მოთხოვნებია. მოყვარულთათვის, ცხადია, ასე არ არის!
ეს „გადამეტებული", ცოტა არასწორად გადმოღებული და აღქმული ვითომ „სხვათა უფლებების" დაცვა, თან ისე, რომ იქვე თავად „ილანძღებიან ზოგიერთები" აუტანელი, შეუძლებელია უკვე...
აბა ასე შევხედოთ: ქორეოგრაფის - ხელმძღვანელის, (წლების მანძილზე რომ დიდი შრომის ფასად მსოფლიოში განთქმული ანსამბლი მოჰყავს, შრომით, წვალებით და რუდუნებით), მისი უფლებები არ ირღვევა? მაშინ, როცა უხარისხო შედეგი შეიძლება დაიდოს სწორედ წონის და დისციპლინის დარღვევის გამო?
ყარს, „ააქოთა" ამ ბინძურმა პოლიტიკამ სრულიად საქართველო! ყველანაირ სანუკვარს ნუ გათხვრით და შემოქმედ ხალხს „ოჯახებში" ნუ უვარდებით, ანსამბლი „ოჯახია", კულისი, რეპეტიცია შემოქმედის „სამზარეულოა".
ავანგარდში მყოფ ანსამბლ „სუხიშვილს" გაუმარჯოს, ხელმძღვანელიან მოცეკვავიანად!", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.