რეზონანსი
03.10.2023

ირაკლი კობახიძემ მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სამართლის ლაბირინთებში გაბნეულ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, რომლებიც უსუსური მიზეზებით ცდილობენ ახსნან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.

„როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, მას შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება სჭირდება. ამის საპირისპიროდ პრეზიდენტის წარმომადგენლები ცდილობენ გამოიგონონ ახალი ველოსიპედი, მოიგონონ ახალი მიმდინარეობა საკონსტიტუციო სამართალში, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, არგუმენტები, რომლითაც პრეზიდენტს თავი უნდა ემართლებინა, არ არსებობს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×