რეზონანსი
03.10.2023

ჩვენი ოპოზიცია ამბობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული და ხელს შეგვიწყობს ევროინტეგრაციაში, ხოლო ამაზე რეაგირება არის ხელისშემშლელი, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც ოპოზიციას არ მოსწონს, ყველაფერი რუსულია. მათ აქვთ მოგონილი მიდგომები. მოგონილ ამბებზე თვითონ თავს იბრაზებენ და ამ გაბრაზებულზე შემდეგ ნარატივებს ალაგებენ", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×