რეზონანსი
03.10.2023

ახალგაზრდები, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით „მასად" მოიხსენიეს, რომელთაც არაფერი არ აქვთ დასაკარგი. ეს არის მათი მიზანი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, სუს-ის მიერ გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების შესახებ, USAID-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, რომელიც სამოქალაქო არეულობას უკავშირდებოდა:

„ამიტომ გვინდოდა მიგვეღო ის კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს ექნებოდა ის უფლება, რა უფლებაც დღეს აქვს ამერიკის მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეს არ მისცეს ამის საშუალება. აი, მიზეზიც ეს არის, რის გამოც უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელა ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია, სადაც ვითომ კულტურის მუშაკებისთვის უნდა ჩაეტარებინათ ტრენინგი, რეალურად კი იქ ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა განვითარებულიყო რადიკალური პროცესები.

ახალგაზრდები, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით „მასად" მოიხსენიეს, რომელთაც არაფერი არ აქვთ დასაკარგი. ეს არის მათი მიზანი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×