რეზონანსი
03.10.2023

წლების განმავლობაში ზურაბიშვილი ქმნიდა პრობლემას ელჩების დანიშვნაზე, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის საქმე არ იყო ელჩების დანიშვნაზე უარის თქმა.

„წლების განმავლობაში ზურაბიშვილი პრობლემას ქმნიდა ელჩების დანიშვნაზე. შემდეგ რაღაც ეტაპზე გადაწყდა, რომ მოდი, ეს აღარ გავატაროთ. ვატარებდით, ატარებდა საქართველოს ხელისუფლება ამას. მისი საქმე არ იყო ამაზე უარი. რაღაც ეტაპი განაპირობებს, როდესაც მოთმინების ძაფი წყდება, როდესაც უკვე აშკარად ზიანდება სახელმწიფო ინტერესი, როდესაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ზიანდება, როდესაც ელჩები ქვეყნებში უბრალოდ არ არიან წარმოდგენილი და ამ ქვეყნებთან ურთიერთობა ზიანდება და ეს კრიტიკულ ზღვარს როდესაც მიუახლოვდება ხოლმე, ამის შემდეგ დღის წესრიგში დგება სწორი პრაქტიკის დანერგვა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×