რეზონანსი
03.10.2023

მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის ქმედებებში არაკონსტიტუციურობის ნიშნებს დაინახავს, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ველოდებით სასამართლოდან დასკვნას. ერთია პრაქტიკა, რომელიც შესაძლოა რაღაც ნაწილში არ იყო სწორი და მეორე ის, რასაც კონსტიტუციური დებულებები გვეუბნება", - აღნიშნა კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×