რეზონანსი
20.11.2023

თქვენთან მიმართებაში რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა. რაც შეეხება თანამშრომლობით და ნდობით ურთიერთობას, ეს ორმხრივი მოძრაობის გზაა და ზოგადად, უნდა არსებობდეს თანამშრომლობითი გარემო, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის მონაწილეობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში არ არის უზრუნველყოფილი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გაწერილია ის ინსტრუმენტები, რომელიც პარლამენტის წევრს აქვს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისთვის და ყველას აქვს შესაძლებლობა ეს მეთოდები გამოიყენოს.

„როცა კომიტეტის ვიზიტი იყო, თუ არ ვცდები, თქვენ ბრძანდებოდით. ასევე იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტიც. რაც შეეხება განსაკუთრებით საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს შემადგენლობას. დელეგაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის სახელით გამოდის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელმძღვანელის სიტყვა გადამწყვეტია ამ მხრივ, როგორი კონფიგურაცია ჰქონდეს დელეგაციას. არსებობს შერეული ჯგუფებიც და თქვენ გაქვთ საშუალება, როგორც სხვადასხვა ასამბლეაში წევრს საქართველოდან, იქ მიიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×