
მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც პოლიტიკური განცხადებები ხმაურსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან უბრალოდ რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას, პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რომ ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შეაფასეთ ის ინციდენტები, რომელიც ხდება. როდესაც გამოდის ვიღაც ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, უზრდელობს, გეძახის პუტინისტს, კორუმპირებულს და ა.შ. ამაზე ვიღაცას რომ აქვს თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე სათანადოდ უნდა შეაფასოთ და არა, ცალმხრივად გააკეთოთ შეფასებები", - აღნიშნა კობახიძემ.