რეზონანსი
20.11.2023

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„იმედის" მეშვეობით, საქართველოს ის უდიდეს ნაწილი, რომელსაც სააკაშვილის დიქტატურის ქვეშ ყოფნა არ სურდა, საკუთარ აზრს გამოთქვამდა. ეს იყო და ეს! სხვა „ბრალი" ბადრი პატარკაციშვილს არ მიუძღვის. სწორედ ეს გახლდათ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ასე სასტიკად გაუსწორდნენ თავისუფალ მედიას და მიიტაცეს იგი", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ 2007 წელს არეულობა მათ რუსმა ოლიგარქმა, პატარკაციშვილმა მოუწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×