
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამოზიარე გახდება.
„იმედს დავიტოვებთ, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ის აუცილებლად გახდება სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების თანამოზიარე. მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ზურაბიშვილი წითელ ხაზს ასე უხეშად არ გადალახავს და ის საკუთარ თანამოქალაქეებთან და ამომრჩევლებთან არ შევა ამ ძალიან მწვავე კონფლიქტში", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებისას განაცხადა.