რეზონანსი
21.11.2023

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ნაწილი გახდა.

„არასერიოზულია მისი [მიხეილ სააკაშვილის] ქმედებები, არასერიოზული იყო მისი სიმულიანტობა, არასერიოზულია სიმულიანტობიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნება. რაც შეეხება მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა" და სალომე ზურაბიშვილს შორის. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის" შემადგენელი ნაწილი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში იხილოს საზოგადოებამ.

„ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის, მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ." - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×