რეზონანსი
21.11.2023

სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად დასაჯონ თამაზ გინტურის მკვლელები.

ლევან იოსელიანი დღეს სოფელ კირბალში ჩავიდა. ომბუდსმენი რუსი სამხედროების მიერ სასტიკად მოკლული კაცის ოჯახს შეხვდა. 

იოსელიანი ამბობს, რომ ამ დრომდე ოჯახი ექსპერტიზის დასრულების მოლოდინშია და დამატებითი ინფორმაცია, მოახდინა თუ არა მკვლელი სამხედროების იდენტიფიცირება ქართულმა მხარემ არ გააჩნიათ. იოსელიანი შეხვდა საქმის ოქროს მოწმესაც, ლევან დოთიაშვილს, რომელმაც მეგობრის მკვლელობას საკუთარი თვალით უყურა.

"დავინტერესდი უსაფრთხოებს გარემოთი ამ სოფელში. ვხედავთ, რომ პოლიცია პატრულირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ მოკლე დროში ეფექტურად ოჯახის ყველა კითხვას გასცეს პასუხი. დამნაშავეების დასჯაზე რა მოგახსენოთ, ყველას გვესმის, რომ ეს ასეთი მარტივი. ქართული სახელმწიფოდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავეებმა აგონ პასუხი. ეს უნდა გაკეთდეს, როგორც საერთაშიროს დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით. ოჯახსაც იმაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, რაც ჩვენ გვაქვს. მათი გამოკითხვა მოხდა, ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ამის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, რა ექნება გამოძიებას და რას წარმოადგენს", - ამბობს იოსელიანი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×