რეზონანსი
21.11.2023

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი ფაქტი არც არსებობს, არც მტკიცებულება, არაფერი," - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.

კობახიძე ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებაზე გავლენას დაადასტურებს. 

პარტიის თავმჯდომარე დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას კვლავ ასახელებს დავით კეზერაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს და მათ ოლიგარქებად მოიხსენიებს. 

გამოდის, რომ ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, რომელმაც გვითხრა,მრ ომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი პერსონალიზებული მიდგომის შესაბამისად. ეს თუ უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას... 

რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, ღიად არიან ჩართული კონკრეტული ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში, არც მალავენ ისინი ამას - კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ესენი არიან ჩართული.

თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ბევრია ასეთი ადამიანი ქვეყანაში. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ფულს იყენებენ პოლიტიკაზე გავლენის მოსაპოვებლად, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად, ასეთი თვითგამოცხადებული ადამიანები გვყავს კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება არსებითად გადაჭრის ოლიგარქიზაციის პრობლემას - კეზერაშვილს რას უზამს ეს სამოქმედო გეგმა. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი ფაქტი არც არსებობს, არც მტკიცებულება, არაფერი,“ - ამბობს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×