
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ქსენოფობიური განცხადების გაკეთებაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ადანაშაულებს.
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა ქართველი ხალხისთვის.
ზოგადად, რა თქმა უნდა, ქსენოფობია არის მიუღებელი - რუსულ ენაზე, როგორც ასეთი ცუდად საუბარი არის, ბუნებრივია, მიუღებელი. თუ საუბარია პოლიტიკურ ინტერვენციაზე, ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან საქართველოში პოლიტიკური ინტერვენცია არის მიუღებელი და ნებისმიერ ასეთ მცდელობას, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ ცალკე აღებული რუსულ ენაზე ცუდად საუბარი არის აბსოლუტურად გაუგებარი. პოლიტიკურ ინტერვენციას ყოველთვის დავუპირისპირდებით.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან ძალიან ცუდ კონტექსტში და ცუდად ისაუბრა რუსულ ენაზე, ეს იყო სწორედ ქსენოფობიური,“ - ამბობს კობახიძე.