რეზონანსი
01.12.2023

ომი განახლდა - ისრაელსა და ჰამსს შორის 7 დღიანი ზავი დასრულებულია. ცეცხლის გახსნას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს. მთავარი შუამავალი კატარი, ისევე როგორც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია. ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ორმხრივი ცეცხლი კი ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ირწმუნება, რომ ტერორისტებმა პირობა დაარღვიეს და ყველა ქალი მძევალი არ გაათავისუფლეს.

7 დღიანი ზავის პერიოში ჰამასის მიერ გათავისუფლებულია 110 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბვშვები. ამ დროისთვის ტერორისტების ტყვეობაში კვლავ რჩება 137 მძევალი, საიდანაც 115 მამაკაცია, 20 ქალი და 2 ბავშვი.

საომარი მოქმედებების განახლებიდან ამ დრომდე ისრაელმა ღაზის სექტორზე უკვე 200 დარტყმა განახორციელა. ცახალს პასუხიბს ჰამასიც. ერთ კვირიანი პაუზის შემდეგ ანკლავიდან გასროლილი რაკეტების გამო ისევ ჩაირთო საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათი".

ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა "რკინის გუმბათმა" 5 საათსა და 43 წუთზე გაანეიტრალა. ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია.

ისრაელის ქალაქების დაბომბვა ტერორისტულმა ორგანიზაციამ დღის განმავლობაშიც გააგრძელა. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საპასუხოდ "ცახალმა" ღაზას მისამართით მასშტაბური ცეცხლი გახსნა. იერიში ჰამასის პოზიციებზე მიიტანეს. შედეგად, ლიკვიდირებულია 100-ზე მეტი ტერორისტი.

მძევლების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ მედიკოსები. ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის მენეჯერის განცხადებით, გათავისუფლებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა.

მძევალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არაფერს ამბობს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო. თუმცა, ბრალს სდებს ისრაელს დღეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში, რომელთა რიცხვიც 35-ს შეადგენს. განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობენ რიგითი მოქალაქეები.

არაადამიანურ პირობებში 50-ზე მეტი დღე, 110-მა მძევალმა გაატარა. სწორედ ამდენი ადამიანი გამოუშვა ტერორისტულმა ორგანიზაციამ 7 დღიანი ჰუმანიტარული ზავის ფარგლებში. ჰამასის ტყვეობაში წინასწარი ინფორმაციით, კიდევ 137 პირი რჩება.

რაც შეეხება ისრაელს, ქვეყნის პენიტენციური დაწესებულება ერთი კვირის განმავლობაში 240-მა პალესტინელმა მსჯავრდებულმა დატოვა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების დროს ანკლავში ასეულობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. მოლაპარაკებები ჰუმანიტარული პაუზის განახლებაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუმცა, მედიატორი ქვეყნების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ მხარეებს შორის შეთანხმების შანსი მცირეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×