ესტონეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ რუსეთში წასვლისგან, რადგანს საზღვარი ოკუპანტ ქვეყანასთან შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩაკეტონ. ამის შესახებ განაცხადედბა ესტონეთის სასაღვრო დეპარტამენტის უფროსმა ევა კალმუსმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფინეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა, ამ ნაკადის ნაწილმა რუსეთ-ესტონეთის საზღვრაზე გადამოინაცვლა. ნაკადი 25%-ით გაიზარდა, რის გამოც ესტონეთმა შესაძლოა, ჩრდილოთ მეზობელს მიბაძოს.
ყველას ვთხოვთ, ნუ წავლენ რუსეთში. ისინი, ვინც იქ უკვე წავიდნენ, შესაძლოა, ჩიხში აღმოჩნდნენ. დაბრუნება ძალიან გაჭირდება, - განაცხადა კალმუსმა.