რეზონანსი
04.12.2023

ორად გაყოფილი პარტია - შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" კრიზისიდან გამოსვლას?! - მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას პარტიის წევრები, თბილისთან ერთად, რეგიონებშიც მოითხოვენ. თავის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას თავად ლევან ხაბეიშვილი პარტიის დაპირისპირებული წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლებით პასუხობს.

მოქმედი თავმჯდომარის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა მმართველობის 10 თვის განმავლობაში პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, მან პასუხი უნდა აგოს და პოსტი დატოვოს. შიდა დაპირისპირების თემებს დახურულად მიიჩნევს ხაბეიშვილის ფრთა.

"კრიზისი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია", სამწუხაროდ, ჯერ არ განმუხტულა. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია, პასუხისმგებლობა აიღოს პარტიის თავმჯდომარემ, მოუსმინოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ამომრჩევლებს, გადადგეს და ჩაინიშნოს ხელახალი პოლიტიკური საბჭოს არჩევნები," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი პატარაიამ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის პიკს მიუახლოვდა. მათივე შეფასებით, საბოლოოდ, პროცესი პარტიის გახლეჩით დასრულდება, რაც პოლიტიკური ველისთვის კარგია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×