რეზონანსი
06.12.2023

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების შესაძლო შეწყვეტას „სიგიჟე“  და "არასწორი ქმედება" უწოდა.

"უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ სიგიჟეა. ეს ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ინტერესებს", - თქვა ბაიდენმა და გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის დახმარებას - "ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებამდე ოფიციალური განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, აშშ-ში დახმარების კანონპროექტის მიღების გარეშე, უკრაინას ფული მალე ამოეწურება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ "თუ აშშ ვერ შეძლებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი დაფინანსების გამოყოფას, ვაშინგტონს დაეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის დამარცხებაზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×