რეზონანსი
06.12.2023

„ნაციონალური მოძრაობისთვის" არასდროს იყო სიახლე მოსყიდვა, ზეწოლა, შანტაჟი და ასე შემდეგ. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ მაშინ მართვის ორგანოებს ფლობდნენ და განაგებდნენ სიტუაციას, შექმნეს სისტემური დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც პოლიტიკური პარტიის სახელით იყო ცნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად.

„თავად ლევან ხაბეიშვილიც არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად და ამასთანავე ყველას სიმპათიას იმსახურებდეს, როგორც ეს ვთქვათ ბელადომანიის პერიოდში ჰქონდათ, როცა სააკაშვილი მართავდა. ბელადომანია არსებობს ამ პარტიაში და უნდათ ბელადი, რომელიც არის ლიდერი, არ უნდათ ლიდერი, რომელიც არის მხოლოდ რაღაც სათამაშო, მარიონეტი ადამიანების ხელში, ვინც ფინანსურ რესურსებს ფლობს. ეს არის რეალური სიტუაცია, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×