რეზონანსი
07.12.2023

ცხადია, ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი ჩვენ არც უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარტიის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე რადიკალური ოპოზიციის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალეობას. სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე არის კიდევ უფრო მეტად საინტერესო, თუ რატომ აპროტესტებს მას რადიკალური ოპოზიცია. ამით ფაქტობრივად ისინი [რადიკალური ოპოზიცია] აღიარებენ, რომ არ არიან მომხრე არც რეკომენდაციების შესრულების, არც გამჭვირვალეობის და ცხადია, ოფშორისგან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან სხვა მოლოდინი ჩვენ არც უნდა გვქონდეს", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იმსჯელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×