
ნატოში არის ძალიან მეგობრული, მხარდამჭერი განწყობები და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს ეფექტიანი, დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, - აცხადებს დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.
პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ბრიუსელში ვიზიტს აჯამებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტი და თითოეული შეხვედრა ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ძალიან კარგად ესმის საქართველოს გეოპოლიტიკური სირთულეები და წნეხი, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში განიცდის ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ცხადია პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციონერებმაც ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ. ევროატლანტიკური წინსვლისთვის, ქვეყანას სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს", - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.