„ნაცმოძრაობის" დაშლა უკვე გარდაუვალია. პრაქტიკულად, დაშლილია, უბრალოდ, დე იურედ ალბათ გაფორმდება მცირე ხანში რამდენიმე დანაყოფი ამ პარტიიდან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, პარტიის დაშლას თავად „ნაცმოძრაობაშიც" აღიარებენ.
„ისე არიან გადართული ამ დაშლის პროცესით, ეს დაშლაც ისე გრძელდება და თან ახლოვდება 2024 წლის არჩევნები, რომ, მგონი, „ნაცმოძრაობა" გამოტოვებს 2024 წლის არჩევნებს და მოემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის, თუ მანამდე საერთოდ იარსება. პარტია დაშლილია, ეს ფაქტია. თავად წევრები და თანამდებობის პირები აღიარებენ სხვადასხვა ფრაქციაში და, მათ შორის, პარტია „ნაცმოძრაობაში". უბრალოდ, ახლა საუბარი მიდის იმაზე, ვის რა ლუკმა შეხვდება ამ „5" ნომრის ბრენდიდან. ახლა ჩხუბი ამაზე მიდის. თორემ დაშლილი რომ არის, ამას თავადაც აღიარებენ და საზოგადოებაც კარგად ხედავს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.