ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციას არ აქვს რეალური არგუმენტი. რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გამოჩნდა, თუ როგორია რეალურად ოპოზიციის საკანონმდებლო საქმიანობა.
„ოპოზიცია განხილვიდან და პარლამენტიდან გაიქცა. მათმა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რომ ეს ადამიანები არიან ძალიან უპასუხისმგებლო და სუსტი დეპუტატები. ამ საკითხზე მათ ბევრი განცხადება გააკეთეს ეკრანებთან, მედიასთან, მაგრამ არცერთი პარლამენტში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ერთი, მათ არ ჰქონდათ არგუმენტები, მეორე - არიან უსუსურები და მესამე, როგორც დღეს გაექცნენ განხილვას ისე გაიქცევიან ქართული პოლიტიკიდან", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.