რეზონანსი
08.12.2023

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის აპირებს გამსხვილებას.

„გამსხვილებას ვაპირებთ, რიგები გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე იყო",- აღნიშნა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე".

წამყვანის კითხვაზე, გეგმავს თუ არა პარტია „ქართული ოცნების" ყოფილი წევრების შეერთებას, ბუჩუკური პასუხობს, რომ პარტიის კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის" ღირებულებებს იზიარებენ.

„ჩვენი გუნდის რიგებში სამომავლოდ მოიაზრება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ „ნაცების" და „ოცნების" ჩაკეტილი წრე დასასრულებელია. ეს იქნება „ოცნების" ყოფილი წევრი, „ოცნების" მთავრობის ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი, მაგრამ ჩვენ ამ ღირებულებებს იზიარებს, ასეთი ადამიანებისთვის ჩვენი პარტიის კარი ღიაა",- განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, „მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში".

კობახიძე კი იძახის გადადგებაო, თან უცნაური ფორმულირება თქვა - როგორც გახარია გადააყენესო, ისე იგეგმება სალომე ზურაბიშვილის გადაყენებაო. ვისზე ლაპარაკობს? ვინ გადააყენა გახარია? წინაპირობა, რომ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს, ასეთი ვერაფერი ვიგრძენი.

სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი როლი შესასრულებელი, მათ შორის, 2024 წლის არჩევნების კონტექსტში, იმიტომ, რომ ის იქნება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება არჩევნები დაიცვას, ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი დაკავშირებულია პარტიულ ვერტიკალთან",- განაცხადა ბუჩუკურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×