პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს დაიბრალოს კანდიდადის სტატუსთან დაკავშირებული წარმატება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს ეკუთვნის.
„რაც შეეხება პოლიტიკურ სუბიექტებს თუ არასამთავრობო სექტორს ამოფარებულ ოპოზიციას, მათ აქვთ ერთადერთი მცდელობა, რომ წარმატება, რომელიც ხელისუფლებასა და ხალხს ეკუთვნის, როგორმე თვითონაც დაიბრალონ, გამოჩდნენ იქ, სადაც არავინ ეპატიჟება, და დაბრუნდნენ სცენაზე, საიდანაც ისინი ხალხმა გააძევა", - აღნიშნა თალაკვაძემ.
თბილისში მიმდინარეობს მზადება მარშისთვის სახელწოდებით „ჩვენი ხმა ევროკავშირს". მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ მუშაობდნენ, ახალ რეალობაში ახალ აქტივობებს გეგმავენ.