რეზონანსი
09.12.2023

ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ზურაბ ჟვანიას ის სიტყვები „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი" ყველას ახსოვს და ყველას თავში ტრიალებს. ყოველთვის მიგაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით ევროპულ წიაღში და ქართული კულტურა არის ევროპული კულტურა. ეს ყველაზე მკაფიოდ რამდენიმე სიტყვაში გამოხატა ზურაბ ჟვანიამ", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დღეს შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით" დააჯილდოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×