
საბოლოო ჯამში, ვინ როგორ ჩაერთვება 9 პუნქტის შესრულებაში, ამის მიხედვით, ჩვენი საზოგადოება თითოეულ მათგანს პროპორციულად გამოუტანს ვერდიქტს მომდევნო არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სინამდვილეში 9 ნაბიჯზე მუშაობა არის თითოეული პოლიტიკური პარტიის ვალდებულება. ოპოზიცია ცდილობს, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, რომ გაურბიან პასუხისმგებლობას და მხოლოდ სპეკულაციებისთვის სჭირდებათ ამ პროცესში ჩართულობა, ან თავიდანვე ბოიკოტს უცხადებენ არა ამ პროცესს, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მათთვისვე უკეთესი, რომ ჩაერთონ, ვინაიდან ეს სინამდვილეში ოპოზიციის პასუხისმგებლობის ნაწილიცაა, რომელზეც ვალდებულნი არიან, რომ აიღონ და არა რაიმე კეთილი ნება, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ დღეს. საბოლოო ჯამში, ვინ როგორ ჩაერთვება, ამის მიხედვით, ჩვენი საზოგადოება თითოეულ მათგანს პროპორციულად გამოუტანს ვერდიქტს მომდევნო არჩევნებზე“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.