რეზონანსი
12.02.2024

ჭკუას ვერ სწავლობს რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრი იხსენებს იმას თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ოპოზიციის 12 რეკომენდაციის შესრულებისადმი.

„12 რეკომენდაციაზე არაფერი გაუკეთებიათ საბოტაჟის გარდა და თავიანთი გეგმა ჰქონდათ. ბრიუსელმა უთხრა, ეს თქვენი გეგმა კარგად შეინახეთო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა. ახლაც იგივე იქნება. ასეთი უგუნურება როგორ შეიძლება, როცა 9 რეკომენდაცია აქვს გაცემული ბრიუსელს და შენ შენი რეკომენდაციებით მიდიხარ“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის 9 პრიორიტეტის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ოპოზიციამ საკუთარი პოზიციები უნდა წარმოადგინოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×