რეზონანსი
12.02.2024

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე ჩვენი კოლეგებისთვის მზაობა არ შეგვიმჩნევია, რომ რაღაცის შეცვლა და გაკეთება უნდათ, ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგენთ ცხრა პუნქტის შესრულება როგორ წარმოგვიდგენია, რომ მათ ჩვენი დამოკიდებულება იცოდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ღიად ამბობს, რომ არაფრის შესრულება არ უნდათ.

„რაც მათ წარმოადგინეს, ის არაფერ კავშირშია შესრულებასთან. პირველ შეხვედრაზეც შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები და სასამართლოს ნაწილში ნაფიცი მსაჯულები იყვნენ, დანარჩენს კი დავეთანხებოდით, რასაც ჩაწერდნენ სასამართლოს ნაწილში. ამაზე არ დაგვეთანხმნენ. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, ხელისუფლებაში ვართ და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. ასეთ დროს ჩვენი მიზანია, ამბავი გამოვიტანოთ და მოგიყვეთ, ჩვენი კოლეგები როგორ იქცევიან“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×