რეზონანსი
20.02.2024

ბელარუსი აქტივისტი და ლუკაშენკოს ოპონენტი იგორ ლედნიკი 63 წლის ასაკში, პატიმრობაში გარდაიცვალა.

ლედნიკი 2022 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ლუკაშენკოს მიმართ  "ცილისმწამებლური განცხადებებში" ადანაშაულებდნენ. 2022 წლის ივლისში სასამართლომ ლედნიკის Facebook გვერდი "ექსტრემისტულ მასალად" ცნო.

მისჯილი ჰქონდა 3 წლიანი პატიმრობა და სასჯელს მოგილევის №15-ე გამასწორებელ კოლონიაში იხდიდა.

პატიმრობაში ლედნიკის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ჰქონდა გულის პრობლემები და ოპერაციაც დასჭირდა.

ლედნიკი იყო ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პარტია 2020 წლის აქციების დროს, დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკის უჭერდა მხარს.

სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×