რეზონანსი
21.02.2024

ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, იმედი აქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავენ.

ამასთან, როგორ რობინ დანიგანმა აღნიშნა, კმაყოფილია, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში ვიზიტით პირველად ბრიუსელს ეწვია.

„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში - უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. ირაკლი კობახიძე დღეს ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×