რეზონანსი
23.02.2024

ფლო­რი­დის სა­ნა­პი­რო­ზე 7 წლის გო­გო­ნა ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც ის ქვი­შა­ში ცო­ცხლად ჩა­ი­მარ­ხა. სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ხალ­ხი მის ქვი­ში­დან ამოყ­ვა­ნას 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.

ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურს ურე­კავს, მა­ნამ სა­ნამ 7 წლის სლო­უნ მე­ტინ­გლის პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მშობ­ლე­ბი შვი­ლის ამოყ­ვა­ნას ცდი­ლო­ბენ. NBC 6-ის გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წერ­ში ქალი ოპე­რა­ტორს შეშ­ფო­თე­ბუ­ლი უყ­ვე­ბა: "ბავ­შვის დედა ყვი­რის, რომ მისი შვი­ლი ქვი­შა­შია". ქალი ოპე­რა­ტორს იმა­საც უხ­სნის, რომ 7 წლის გო­გო­ნა მთლი­ა­ნად ჩა­ეფ­ლო ორ­მო­ში და თა­ვიც კი აღარ უჩანს, ბო­ლოს კი ყურ­მილს თი­შავს.

 სლო­უ­ნი თა­ვის 9 წლის ძმას­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე თა­მა­ში­სას ორ­მოს თხრი­და, როცა ბავ­შვებს ზე­მო­დან ქვი­შა და­ე­ყა­რა. ქვი­შის სიმ­ძი­მემ გო­გო­ნა მთლი­ა­ნად ჩა­მარ­ხა, მისი ძმა კი მკერ­დამ­დე ჩა­ეფ­ლო. ბი­ჭუ­ნა მა­მამ მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნა ორ­მო­დან და სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა.

7 წლის გოგონა ორ­მო­დან 20 წუ­თის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს და სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს.

წყა­რო: nypost

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×