რეზონანსი
23.02.2024

ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც - მინისტრი დაესწრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა.

„პრემიერ-მინისტრმა ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღო დეტალური ინფორმაცია არგუმენტების სახით. გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებისკენ არ წავსულიყავით. პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ, რადგან მეორე მხარის არგუმენტებიც მოვისმინოთ. ხვალ 16:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც სავარაუდოდ, დაესწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებიც - მინისტრი დაესწრება. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე შეგვიძლია წავიდეთ რაღაც გადაწყვეტილებისკენ. შესაბამისად, უნდა ჩავთვალოთ, რომ დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. არგუმენტების გაცვლას ვერ დავარქმევდი, უფრო ინფორმაცია მოვისმინეთ და მათი შეჯერების საფუძველზე, წავალთ რაციონალური გადაწყვეტილებისკენ", - აღნიშნა მდინარაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა. ექიმების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გაუქმდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×