რეზონანსი
24.02.2024

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებისა და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებენ ალტერნატიულ პროექტზე.

„როგორც მოგეხსენებათ, არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე 2007 წელს, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი არსებული შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, ანუ იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტი, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო სჭირდება.

დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის შესაბამის, სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×