რეზონანსი
24.02.2024

სასამართლო სისტემაში, სადაც „ვეტინგი" განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავი დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მმართველობაში მოსვლის შემდეგ, მოახდინა სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება და ანალოგიური სცენარი განახორციელა. ამჟამად კი აღნიშნული უცხოური სიტყვით ხდება პროცესის შეფუთვა და იმავეს განმეორება.

„სადაც „ვეტინგი" განხორციელდა, არასად განსაკუთრებული შედეგი არ გამოიღო - არც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, არც კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში. უბრალოდ, გახდა სისტემა ვიღაცის მიერ მართვადი", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას" სასამართლოს დამორჩილება სურს - ასე აფასებენ მმართველ გუნდში „ნაცმოძრაობის" იდეას სასამართლოსთან დაკავშირებით. რადიკალები ე.წ ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×