რეზონანსი
24.02.2024

მე- 9 კლასელი გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის ბიჭს გაჰყვა. სკოლაში კი მამა გამოცხადდა და ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი  სწავლას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხდება. სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია ჩართო. მოზარდი სკოლაში 27 იანვრის შემდეგ აღარ დადის:  

"რომ არ დადიოდა დავურეკეთ მამას, მოვიკითხეთ. პირველ ჯერზე არ გვითხრა სიმართლე, მერე კიდევ მოვიკითხეთ, მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება, რომ ჩემი შვილი გათხოვდა. დავრეკეთ 112-ში. 14 წლის არის ბავშვი." ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ხოლო სად არის ამჟამად მე-9 კლასის მოსწავლე გოგო, უცნობია.

თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ სახელდება ვინაობასა და სკოლა, სადაც მოზარდი სწავლობდა. 

საქართველოს კანონმდებლობით, მოზარდთან  სექსუალური შინაარსის ნებისმიერი ქმედება მკაცრად ისჯება.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×